Popular posts from this blog
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
კურსის მეშვიდე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულში შევქმენით სასწავლო რესურსი. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში დავასრულეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები და შევქმენით პროექტის გეგმის რეზიუმე. გადავამოწმეთ, ასევე სწავლების პროცედურების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა.
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით–შევიმუშავებ შეფასების გეგმას და გამოვიყენებ პროექტების შეფასების ფორმებს ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. ჩემი თემისთვის განკუთვნილ შემაჯამებელ შეფასების შესაქმნელად. აგრეთვე შევარჩევ მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში.
Comments
Post a Comment