მეშვიდე მოდულის რეფლექსია
კურსის მეშვიდე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულში შევქმენით სასწავლო რესურსი. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში დავასრულეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები და შევქმენით პროექტის გეგმის რეზიუმე. გადავამოწმეთ, ასევე სწავლების პროცედურების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა.
რეფლექსია კონკრეტულად ასახავს მეშვიდე მოდულს. რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით გამოიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში .წარმატებები
ReplyDelete