მეოთხე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობითი გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის და ბლოგის შექმნის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნისთვის. მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარა ,განვსაზღვრო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლის საწიროებებსა და ინტერესებს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე, რომელი სტანდარტები,მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები გვსურს ავსახო ნიმუში.