Posts

პორტფოლიო

ჩემი პორტფოლიო

პორტფოლიო

ჩემი პორტფოლიო

ვაჟა-ფშაველას ტესტი

დააჭირეთ აქ დატ  გაიარეთ ტესტი

მერვე მოდულის რეფლექსია

წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო პროექტის გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია კოლეგებისთვის. პორთფოლიოს ჩვენების მიზანი იყო მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ შექმნილი ნამუშევრების გაზიარება. პორთფოლიოს ცალკეული კომპონენტების გაზიარება და შეფასების მიღება შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც წინა მოდულებში ვასრულებდით. მოცემულ მოდულში კი უკვე გვქონდა შესაძლებლობა პორთფოლიოს სრულად გაზიარებისა და შეფასებისა.        ძალიან საინტერესო იყო ტრენინგი, რომლის ფარგლებში მივიღე ცოდნა ,თუ როგორ დავგეგმო და განვახორციელო სასწავლო პროექტები და რა დადებითი მხარეები აქვს მას.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

კურსის მეშვიდე მოდულში განვიხილეთ თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამავე მოდულში შევქმენით სასწავლო რესურსი. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში დავასრულეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები და შევქმენით პროექტის გეგმის რეზიუმე. გადავამოწმეთ, ასევე სწავლების პროცედურების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა დამაფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების ამოცნობა და მათი გათვალისწინება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათი განვითარებისა და წინსვლისთვის.      მეექვსე მოდულში გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებს. ვიმუშავეთ პრაქტიკულად. ავტვირთე მოსწავლის პრეზენტაცია. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის რეფლექსიებს გავუკეთეთ კომენტარები.